აფხაზეთის დე -ფაქტო საზღვრთან, ენგურის ხიდზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მუდმივად მოძრაობაა, თუმცა დღეს მგზავრების უმეტესობის თქმით, რამდენიმე საათით რიგში ყოფნა მოუწიათ, თუ რა მიზეზით ეს მათთვის უცნობია. დაახლოებით ორ წელზე მეტია, რაც ქართულ-აფხაზურ საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა ექვსიდან ორამდე შემცირდა, ერთი ენგურის ხიდზე მდებარე გამშვები პუნქტია და მეორე საბერიო -ფახულანის. სანდო წყაროს თქმით, როგორც კი საბერიოში გზის მშენებლობის პროცესი დასრულდება, საბერიო -ფახულანის გამშვები პუნქტიც ჩაიკეტება და მიმოსვლა მხოლოდ ენგურის ხიდზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტით იქნება შესაძლებელი. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა ენგურს გაღმა მცხოვრებ ქართველებს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის და ენგურის ხიდი კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ოფიციალური მიმოსვლის ერთადერთ შესაძლებლობად დარჩება.
ენგურის ხიდზე გადმომსვლელებს დღეს რიგში დგომამ მოუწიათ
სიახლეები
სიახლეები
შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...
სიახლეები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...
საზოგადოება
დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...
მსოფლიო
კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...