მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თუ ია კერზაიას მკვლელობის შემდეგ კიდევ მათ მისცემთ ხმას, მაშინ ყველაფრის ღირსი...

“თუ ია კერზაიას მკვლელობის შემდეგ კიდევ მათ მისცემთ ხმას, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ ყველანი”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა „ოდიშის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას, ხმების შესაძლო გაყალბებასა და მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე, განაცხადა, რომ  ია კერზაიას მაგალითი უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გააკეთოს სწორი არჩევანი და ხმა არ მისცეს სკოლის დირექტორის მკვლელ ხელისუფლებას. მისი თქმით,  ხმების დაცვის გარანტიას იძლევა და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
 
 „დიახ, კერზაია ხელისუფლებამ მოკლა.  თუ ია კერზაიას მკვლელობის შემდეგ კიდევ მათ მისცემთ ხმას, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ ყველანი.
თქვენ გამოდით და ხმა მიეცით და მე გაძლევთ გარანტიას, რომ ხმები იქნება დაცული
 
.ნუ ჩათვლით, რომ ეს არის რიგითი არჩევნები, ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი არჩევნები.უთხარით ყველას, მეზობლებს, მეგობრებს, საჯარო სექტორში დასაქმებულებს და აუხსენით, რომ ნუ გეშინიათ, თუ თქვენ ახლა ხმას მისცეთ ოპოზიციას, რომ თქვენ დაგიწყებენ დევნას, დარჩებით უსამსახუროდ, თქვენ არაფერი გემუქრებათ ახალი ხელისუფლების პირობებში.
 
ზუგდიდი განვითარების პირობებში უნდა ყოფილიყო 200- 300 ათასიანი ქალაქი და უკან უნდა დაბრუნებულიყო აქედან წასული ხალხი.
გალის მოსხლეობის უდიდესი ნაწილი უნდა მიბმული იყოს ამ პროექტს, რომელიც ზუგდიდში განხორციელდება.
ამდენი ხანი ყველა პროექტი უნდა იყოს დასრულებული,ეს ყველაფერი დაგვაკარგვინა ამ ხელისუფლებამ, რამდენი დრო დავკარგეთ.რა თქმა უნდა მე დავბრუნდები საქართველოში და არავის ამაში ეჭვი არ შეეპაროს.
 
რაც შეეხება სანდრას, მან თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ დამიძალებია, ეს მისი სურვილი იყო.
მისი გამარჯვება იქნება თითოეული ზუგდიდელის გამარჯვება.“- განაცხადა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილმა.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....