მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სანდრას გამარჯვება ნიშნავს ევროპელი ინვესტორების დაძვრას ზუგდიდისკენ"- მიხეილ სააკაშვილი

“სანდრას გამარჯვება ნიშნავს ევროპელი ინვესტორების დაძვრას ზუგდიდისკენ”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „დიალოგის სკაიპ-ჩართვისას ზუგდიდში 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
 
მან სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება ნიშნავს ზუგდიდის ეკონომიკურ გაძლიერებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
 
„სხვათაშორის წინა არჩევნების მერე მას უნდოდა ზუგდიდში სახლის ყიდვა და გადმოსახლება, სახლიც ქონდა შერჩეული კახათში, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ახლა თუ იყიდი, ან ჩამოგართმევენ ან დაგიყადაღებენ-მეთქი.
 
ნახევარი ზუგდიდი თბილისშია, საკრებულოების წევრები და თანამებობის პირები, ნახევარ დროს თბილისში ატარებენ, აი, სანდრა კი იქნება მანდ. თვითონაც პატარა ქალაქიდან არის და ბევრად ურჩევნია პატარა ქალაქში ცხოვრება.
 
არ არსებობს არც ერთი საბაბი, რატომ უნდა იყოს ზუგდიდი უფრო განუვითარებელი, ეკონომიკურად არაძლიერი.  ზუგდიდი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე მისი მშობლიური ქალაქი, რადგან პასუხისმგებლობით მოკიდებს ამას ხელს. წარმოიდგინეთ სანდრა რომ იქნება, რომელსაც აქვს დიდი საერთაორისო სახელი, მთელი ევროპის ინვესტორები წამოვლენ ზუგდიდში.
 
მე ვარ დიდი პატრიოტი ზუგდიდის და გული დამწყდება, თუ თქვენ ამ შანსს გაუშვებთ.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...