მთავარისიახლეებისაზოგადოებარომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს

რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს

Published on

იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს.
 
არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. 
 
ყელში დაჭრილმა მამაკაცმა მოედანზე მდგარ პოლიციას მომხდარის შესახებ აცნობა.
 
პოლიციელებმა მაროკოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის იგი საავადმყოფოდან სახლშია გაწერილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
 
 იტალიური მედიის ცნობით, ინცინდენტში მონაწილეები არ იცნობდნენ ერთმანეთს. და ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
 
საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ,,ოფიციალური შეტყობინება ჩვენს წარმომადგენლობაშიარ იყო შემოსულა, მაგრამ მიუხედავად ამისა , კონსულს ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავებთან და მათ უთხრეს, რომ ამ ადამიანმა ისურვა დარჩენილიყო კონფიდენციალურად ანუ არ მოისურვა მის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაცემა"

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...