მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია ოპოზიციისგან ყავაზე დაპატიჟებას მოითხოვს. ,,ყავაზე არა, არტლის წვენზე დავპატიჟებთ,...

გიორგი გახარია ოპოზიციისგან ყავაზე დაპატიჟებას მოითხოვს. ,,ყავაზე არა, არტლის წვენზე დავპატიჟებთ, თან “ღიმილით” საწრუპის გამოყენებით” – პასუხობს გიგი უგულავა

Published on

,,მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე – არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ.
თუ "ევროპული საქართველოს" რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები. ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერს, გიგა ბოკერია, რომელმაც  პანკისის ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა,, რომ გიორგი გახარია და ეკონომიკის ახალი მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტში უნდა მივიდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ.
 
 
„დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი.
გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’’ , – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
 
 
მინისტრს  facebook-ზე პასუხობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავაც:.,,ყავაზე არა, არტლის წვენზე დავპატიჟებთ,  თან "ღიმილით" საწრუპის გამოყენებით''
 

 
 
 
.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...