მთავარისიახლეებისაზოგადოებააფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად მძიმეა

აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად მძიმეა

Published on

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად  მძიმეა .
მუხთარლის მეუღლის ინფორმაციით, მას თვალის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, აქვს საშარდე სისტემის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა და დიაბეტი. მიუხედავად ამისა ჩემი მეუღლე  ექიმს ამ დრომდე არ გაუსინჯავს.
„აფგან მუხთარლის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში გაუარესდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია არ უტარდება ყველა მკურნალობა, რაც ასეთ ტიპის ადამიანს უნდა ჰქონდეს. მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე და რა თქმა უნდა ამაზე პასუხს აგებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და ასევე საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, აზერბაიჯანის ყველა სასამართლო  ინსტანციამ ის სამი მუხლით დამნაშავედ ცნო.
 

სიახლეები

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის გამო ემუქრება

"რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა NATO-ს ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმისადმი...

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს - განცხადებას შსს ავრცელებს და წერს, რომ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის...