მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოითხოვა ნიკა მელიამ სხდომაზე: ,, როცა დავსვამთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ...

რა მოითხოვა ნიკა მელიამ სხდომაზე: ,, როცა დავსვამთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი კოლეგები ფულს იპარავენ, არ დახუროთ სხდომა, დავხუროთ, როდესაც კითხვები იქნება ტერორიზმთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”

Published on

როდესაც კითხვები იქნება ტერორიზმთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სხდომა დავხუროთ, მაგრამ ფულს რომ იპარავენ თქვენი კოლეგები, ამასთან დაკავშირებით კითხვას როდესაც დავსვამთ, არ დახუროთ სხდომა. მე მგონი მარტივია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტზე უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვდნენ.
 
ნიკა მელიას თქმით, გარდა ტერორიზმისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა, ანგარიში სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რასთან დაკავშირებთაც ოპოზიციას და საზოგადოებას კითხვები აქვს.
 
„თქვენ მოხსენებაში რამდენიმე სხვა თავიც იყო. მაგალითად: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლითაც ასე იწონებდით თავს საანგარიშო პერიოდში. რა არის აქ დასამალი? მე მაქვს კითხვა, როგორ მოხდა, რომ საანგარიშო პერიოდში ქრთამის აღებაზე მხოლოდ 21 საქმეზე აღძარით სისხლის სამართლის საქმე და ქრთამის მიცემაზე სამი?! მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხვარიჭამიაში დაგიჭერიათ თურმე ქრთამის აღებაზე, მაშინ, როდესაც ბატონი გოგაშვილი, თქვენი კოლეგა რომ იყო და დღეს პარტიაში მოღვაწეობს, მოვიდა სოციალურად დაუცველის სტატუსით და დღეს არის, დეკლარირებული მილიონერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
ნიკა მელიას თქმით, მას სუს-ის დირექტორის პირველ მოადგილესთან კითხვები აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან დაკავშირებთაც.
 
„ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ თქვენ ძირითად საქმიანობაზე, რა არის იცით ეს?! ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მაინტერესებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენად ახორციელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, კონკრეტული კითხვები გვაქვს“, – განაცხადა მელიამ.
 
სხდომა, რომელზეც სუს-ის ანგარიშს უსმენენ დეპუტატების გადაწყვეტილებით დაიხურა..

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...