მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში სუს-ის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა. ,, ეს საინტერესო იქნება...

პარლამენტში სუს-ის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა. ,, ეს საინტერესო იქნება არა მარტო მოყვრისთვის, არამედ მტრისთვისაც” – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა

Published on

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა.
 
ეს  სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა მოითხოვა. როგორც მან განაცხადა, სხდომის ეს ნაწილი საინტერესო იქნება არა მარტო მოყვრისთვის, არამედ მტრისთვისაც და სწორედ ამ არგუმენტით დეპუტატებს სხდომის დახურვაზე გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.
 
გრიგოლ ლილუაშვილის შეთავაზება გაიზიარა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
 
როგორც სესიაშვილმა განმარტა, იმისთვის, რომ პარლამენტის წევრებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ საფრთხეების, გამოწვევების და ასევე უწყების წინაშე არსებული პრობლემების თაობაზე, ამაზე მსჯელობა ღია რეჟიმში ვერ წარიმართება.
 
სხდომის დახურვის ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახურულ ფორმატში დეპუტატები საიდუმლო ინფორმაციას ისედაც ვერ იღებენ და კითხვებზე პასუხის გაცემა საჯაროდ წარდგენილი დოკუმენტიდან ხდება.
 
„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა კი უმრავლესობას შესთავაზა, რომ შეკითხვები საჯარო ფორმატში დასმულიყო, ხოლო დახურულიყო პასუხების ის ნაწილი, რაც შეიძლება საიდუმლოს შემცვლელი ყოფილიყო.

სიახლეები

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...