მთავარისიახლეებისამართალისასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოეხსნა

სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოეხსნა

Published on

დღეს   სასამართლომ განიხილა  გიგი უგულავას  დაცვის მხარის შუამდლომლობა  თბილისის განვითარების ფონდის საქმესთან  დაკავშირებით.  სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოეხსნა. შესაბამისად, უნდა  გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის უძრავ ქონებაზე – საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.

 პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, შეგახსენებთ, ბრალდების წარმომადგენლები მოითხოვდნენ  გირაოსთვის ბანკში ჩადებული ამ  ბინის გადაცემას  სახელმწიფო საკუთრებაში .

პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა – მან მოითხოვა  საქმეს  მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება იის შესახებ, რომ   უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავას საქმეზე პროცესი დასრულდა და პირველ მარტს განახლდება.

 

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...