მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან

მიხეილ სააკაშვილმა შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან.
 
„მე მაქვს ბილეთი და უკვე მივმართე ხელისუფლებას, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა გააუქმონ, რომელიც პეტრო პოროშენკომ უკანონოდ დააწესა. უსამართლობაა ჩემი უკრაინიდან გაშვება, რომელიც მე ისევე მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ეგზიტპოლების შედეგებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი ნამდვილი საარჩევნო რევოლუციაა.
 
„უკრაინის მოსახლეობამ უკან გადასწია მთელი ძველი პოლიტიკური კლასი. მათ ხმა მისცეს არამხოლოდ პოროშენკოს წინააღმდეგ, არამედ ყველა ძველი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, ძარცვისა და დამცირების წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
​უკრაინაში ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამოქვეყნდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია.
 
ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ

სიახლეები

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...