მთავარისიახლეებისაზოგადოება"საეჭვო იყო რაღაც"- მეზობლების ინფორმაციით, 10 უცხოელი ბავშვის დასახმარებლად პოლიცია მათ გამოიძახეს...

“საეჭვო იყო რაღაც”- მეზობლების ინფორმაციით, 10 უცხოელი ბავშვის დასახმარებლად პოლიცია მათ გამოიძახეს [Video]

Published on

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ ინტოქსიკაციის ნიშნებით 10-მდე  მცირეწლოვანი მაოთავსეს.ბავშვები უცხოეთის მოქალაქეები არიან. შემთხვევა წუხელ სანქტ პეტერბურგის  ქუჩაზე მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, ბავშვები აქ საეჭვო ვითარებაში ყავდათ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა უნდა ყოფილიყო ეს: "არ ვიცით რა მოხდა,  აქ ქირით ცხოვრობენ თვეზე მეტია. მარტოხელა ქალია, გარეთ დადიოდა საჭმელზე, არავისთან არ კონტაქტობდა, ხმაური გავიგეთ წუხელ, ბავშვები ტიროდნენ. გვერდითა მეზობელმა პოლიცია გამოიძახა და გადაიყვანეს საავადმყოფოში"- ყვებიან მეზობლები. 
რაც შეეხება ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შემოყვანილი არის 10 ბავშვი, მათი ასაკია – 10-11-8 წელი, 3 მათგანი წლისაა, ერთი 1 წლის, ხოლო ყველაზე პატარა 7თვის. "ბავშვები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა, სავარაუდოდ დაუზუსტებელი საკვების ინტოქსიკაციით. უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში გადაგვყავს"- განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა მზია გერგედავამ.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...