მთავარისიახლეებისაზოგადოებაშექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს...

შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის

Published on

დეკანოზ  ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.
 
"საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. აღნიშნულ ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის. აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი.
 
ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს," – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
 
კითხვაზე: მიმართავენ თუ არა პარლამენტს, თუნდაც კანონის დონეზე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ეს ასე იქნება.
 
"თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივალთ", – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

სიახლეები

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...