ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქვეყანაში პირველი საყოველთაო არჩევნებია.
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათზე დასრულდება. 7,3 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ქნესეთის 120 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა ხმების მინიმუმ 3,25% უნდა მიიღონ.
მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მემარჯვენე პარტიის, „ლიკუდის“, მთავარ კონკურენტად არმიის ყოფილი გენერალური შტაბის უფროსი გადი აიზენკოტი და მისი ცენტრისტული პარტია „იაშარი“ მიიჩნევიან.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან, სარა ნეთანიაჰუსთან ერთად, გოდების კედელთან მივიდა და ილოცა.