მთავარისიახლეებიპოლიტიკადადიანების სასახლეების ეზოში პოლიტიკური აქტივობების გამართვა აიკრძალა... გეგა შენგელიას წარდგენიდან...

დადიანების სასახლეების ეზოში პოლიტიკური აქტივობების გამართვა აიკრძალა… გეგა შენგელიას წარდგენიდან მეორე დღეს

Published on

 განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით, დადიანების ისტორიულ ეზოში პოლიტიკური აქტივობების გამართვა აიკრძალა, ანუ ის, რაც  "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატისთვის ნებადართულია, არ შეიძლება ოპოზიციისთვის
 
 განკარგულება 7 აპრილით თარიღდება. ანუ მეორე დღიდან, რაც "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ამ ადგილზე გეგა შენგელია წარადგინა. განკარგულების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა მუზეუმის ხელმძღვანელობას ნებართვა ღონისძიების გამართვის შესახებ, 60 დღით ადრე უნდა სთხოვონ. 
 
„დადიანების სასახლის მუზეუმის დირექტორმა აღიარა, რომ ბატიაშვილის წერილი მოვიდა, რომელმაც 60 დღიანი შუალედი ითხოვა პოლიტიკური ღონისძიების ჩასატარებლად დადიანების ტერიტორიაზე, სადაც ტარდება ხოლმე პოლიტიკური ღონისძიებები. მას შემდეგ, რაც გეგა შენგელიას წარდგენა მოხდა. ფაქტია, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია მარცხში ამ ქალაქში, ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ რაღაცნაირად წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ეს წარმოუდგენელი თემაა,“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
 
განათლებისა და კულტურის უწყებაში განმარტავენ, რომ ბრძანებაში განსაკუთრებული არაფერია და მსგავსი გადაწყვეტილებები ყველა არჩევნების წინ მიიღება. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ დოკუმენტზე მინისტრის ხელმოწერა არ არის და გადაწყვეტილება მუზეუმს იურიდიულ სამსახურს ეკუთვნის. 

სიახლეები

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...