მთავარისიახლეები25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

Published on

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! – 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – ივანიშვილის გარეშე, – განაცხადეს ალიანსის წარმომადგენლებმა.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას., რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია.
მაგრამ ერთია მას რა უნდა, მეორეა რის საშუალებას მივცემთ.

სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით, მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული.
სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია. სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს ხმას.
სწორად ეშინია, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, ემიგრაციით დახლეჩილი ოჯახების პერსპექტივაზე, განათლების ხარისხზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე – არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.
სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს.
მაგრამ, რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე, ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,
კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – ივანიშვილის გარეშე.

25 ოქტომბერს, 19 საათზე თსუ-თან, – განაცხადეს ალიანსში.

სიახლეები

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

მეცოლა ქართველ ხალხს- არ დანებდეთ, EU ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს

არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს - ამის...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

“საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 14 ოქტომბერს, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული...