მთავარისიახლეებიმეცოლა ქართველ ხალხს- არ დანებდეთ, EU ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც...

მეცოლა ქართველ ხალხს- არ დანებდეთ, EU ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს

Published on

არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს სამიტის წინ განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რა გზავნილი აქვს იმ ქართველებისთვის, რომლებიც კვლავაც იბრძვიან ევროპული მომავლისთვის.

მისი თქმით, “სწორედ ამას ეუბნებიან ყველა ქვეყანას“.

ჩვენ ასევე ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას – თითოეული ქვეყნის მიღწევებისა და დამსახურების შესაბამისად; სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ დიალოგს ყველა ქვეყანასთან“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

საქართველო ევროკავშირის მიღმა – ამ წუთებში ბრიუსელში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან. 15-16 ნოემბერს, ბრუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი იმართება.

ოფიციალურ ვებ გვერდზე ნათქვამია რომ, სიტყვით გამოვლენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიუ კოშტა, მარტა კოსი, კაია კალასი და წევრი ქვეყნების წარმომადგენელები. სპიკერებს შორის არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერებიც მოლდოვადან, უკრაინიდან, მონტენეგროსა და ალბანეთიდან.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...