მთავარისიახლეებისაზოგადოებაანი წითლიძეს და გიორგი პატარაიას სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ანი წითლიძეს და გიორგი პატარაიას სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა [Video]

Published on

სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული ენმ-ს ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას საქმეზე  სასამართლომ მსჯელობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.თითოეულ მათგანს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.  სოფელ ნარაზენში, 11 აპრილს, მოსახლეობასთან შეხვედრისას სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის ინციდენტი მოხდა. რა დროსაც დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია, საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია.პატარაიას და წითლიძის შეფასებით, ოპოზიციის წევრების დაკავება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა, რადგან მმართველი ძალა აცნობიერებს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ.ნარაზენის ინციდენტისას დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი 12 აპრილს გიმართა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილი  19 აპრილს გამოცხადდება. მანუჩარ ჩხეტიას თქმით, ის არის უდანაშაულო და ეს დაკავება იყო მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივით 

 

 

 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...