მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში დამფუძნებელ შეხვედრას გამართავს.

დღეს მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში დამფუძნებელ შეხვედრას გამართავს.

Published on

დღეს  მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში დამფუძნებელ შეხვედრას გამართავს.
დავით  მაღრაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე იწვევს ყველას, “ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია“.
 
“მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისაგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში, “დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით  ფილარმონიაში! შემოგვიერთდით, ვინც განსაცდელში ინარჩუნენდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ! “ნაციონალური მოძრაობა” წარსულს უარყოფს, “ოცნებამ” კი, მომავალი უარყო“, – განაცხადა მაღრაძემ მოძრაობის საორგანიზაციო შეკრებაზე
 
ვინ იქნებიან დავით მაღრაძის ორგანიზაციის წევრები, ეს დღეს გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოძრაობას უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატებიც უერთდებიან.  
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...