მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება.„ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების - დავით...

ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება.„ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების – დავით ბაქრაძე ოპოზიციის დაკავებას ეხმაურება

Published on

„ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების,“ – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის წევრების დაკავებას.
 
მისი აზრით, ხელისუფლება შეშინებულია, რაც გუშინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა. დავით ბაქრაძის თქმით, პოლიციის მთავარი დავალება პოლიტიკური ოპონენტების დევნა გახდა.
 
„ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე მატულობს კრიმინალი, პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა. ეს არის პოლიციის დანგრევა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაგრამ რაც არის მთავარი. ეს არის შიშის გამოხატულება. „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების. იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ არჩევნებს, მაგრამ მინდა, ვუთხრა, პოლიციის ძალით მოგებული არჩევნები არ არსებობს. რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევიან დღეს, რაც უფრო მეტად დააზიანებენ საარჩევნო პროცესს, აც უფრო მეტად ჩამოშლიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, მით უფრო გარდაუვლად და მწარედ წააგებენ ხვალ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...