მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში მიიღეს “კანონი“ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვის შესახებ

ოკუპირებულ აფხაზეთში მიიღეს “კანონი“ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვის შესახებ

Published on

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა  მიიღო  “კანონი“ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვის შესახებ.   “თავისთავად ეს კარგი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამას არალეგიტიმური ხელისუფლება იღებს, მთლიანად უკარგავს მას შინაარსს..რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება არავითარი ლეგიტიმაციით არ სარგებლობს – შესაბამისად, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არანაირი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. ,,სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილების არმიღებისათვის ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფლობენ საკუთრებას, ქონებას და სამწუხაროდ, დღესაც, სრულიად არაკანონიერად არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლებებით ისარგებლონ. ეს დღესაც ასეა და ამის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ტერიტორიული პრობლემები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სამშვიდობო პოლიტიკით მოვაგვაროთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...