მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. ხოლო რაც შეეხება ,,თიბისი ბანკს“ და...

“ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. ხოლო რაც შეეხება ,,თიბისი ბანკს“ და მამუკა ხაზარაძეს, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას” – ბიძინა ივანიშვილი

Published on

 
"ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. კერძო ბიზნესი ცდილობს,რომ ხუთ-ექვს წელიწადში ფული ამოიღოს, , მაქსიმუმ ათი წელიწადი-ეს ევროპული სტანდარტია და უფრო ხანგრძლივი დრო არის საჭირო, ფული დაიბრუნო. შესაბამისად, ეს არ არ არის ხიბლიანი პროექტი. საერთოდ მე არ ვთვლი რომ აქ ბიზნესს ვაკეთებ. პირიქით მე ვეხმარები მხოლოდ და საკუთარს ვხარჯავ. მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს , ერთადერთი ბანკია და ისიც პასიურ იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ საბოლოოდ და მოხდება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში "პირისპირ"
 
მისივე თქმით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის პოზიცია, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლას, ან რუსეთისთვის გადაცემას ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ. ივანიშვილის განცხადებები ამის შესახებ თავად მამუკა ხაზარაძემაც იცის, რადგან მან ხაზარაძეს ბოლო შეხვედრის დროს მადლობაც კი გადაუხადა, თუკი ის ამ პროექტის განხორციელებას შეძლებდა.
 
„თიბისი ბანკის“ საქმეზე მე კითხვები არ მაქვს, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ძირითადად კითხვები ჩემს მიმართ აქვთ – 
 
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქმესთან მიმართებაში ღირსეული ნაბიჯები გადადგა.
 
„ორკესტრირებული შეტევა არისო „თიბისი ბანკზე“, გავახსენებ საზოგადოებას ორკესტრირებული შეტევა იყო 2011 წელს „ქართუ ბანკის“ მიმართ. დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც ხდება „თიბისი ბანკის“ მიმართ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, პირიქით მიმაჩნია, რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ. ზოგადად, რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს: პროცესი დასრულებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გააკეთა მან ეს ყველაფერი დაამტკიცა პარლამენტში, დაამტკიცა საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები იქაც შესატყვის გაკეთდა რეაქციები და ეს ორი პიროვნება გამოყვანილია სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა და კითხვები აღარ არის, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...