მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ 9აპრილმა მისცა დასაბამი საქართველოს, განვითარდეს როგორც ევროპული თანამეგობრობის წევრი ძლიერი სახელმწიფო“-...

„ 9აპრილმა მისცა დასაბამი საქართველოს, განვითარდეს როგორც ევროპული თანამეგობრობის წევრი ძლიერი სახელმწიფო“- ბაჩუკი ქარდავა [Video]

Published on

„9 აპრილი ტრაგედიასთან ერთად არის გამარჯვების დღეც, ქართველი ერის გაერთიანების დღე, ეს არის სიმბოლო თავისუფლებისთვის ბრძოლის და მტერზე გამარჯვების, ამ დღემ გააერთიანა მთელი ქართველი ერი და შედეგიც იყო შესაბამისი – საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მე მგონია, რომ მომავალმა თაობებმა კარგად უნდა იცოდნენ რა არის 9 აპრილი და ის არასოდეს არ უნდა განმეორდეს საქართველოში,საქართველო არასოდეს არ უნდა გახდეს ქვეყანა, რომელსაც მოუწევს ბრძოლა სახელმწიფოებრიობის მოპოვებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. თუმცა,  სამწუხაროდ ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, მაგრამ სხვა ფორმა აქვს- ეს არის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი და ამას სათავე დაუდო სწორედ 9 აპრილმა. ამიტომაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 9 აპრილი რადგან ამ დღემ მოგვიტანა დამოუკიდებლობა და დასაბამი მისცა საქართველოს განვითარდეს, როგორც ევროპული თანამეგობრობის წევრი ძლიერი სახელმწიფო“- გნაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

 

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...