მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, 9 აპრილს თურმე ეგოიზმი და საკუთარი ამპარტავნობა იყო წამოწეული წინა პლანზე...

,, 9 აპრილს თურმე ეგოიზმი და საკუთარი ამპარტავნობა იყო წამოწეული წინა პლანზე და არა სამშობლოს სიყვარული ”- რომან გოცირიძე ივანიშვილის წერილს ეხმაურება

Published on

ივანიშვილი ამ წერილში ისევ ითხოვს, რომ ქართველი ერი მას დაელოდოს – "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე  ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება
 
რომან გოცირიძის განცხადებით, ივანიშვილის წერილის შინაარსი მოკლედ მხოლოდ იმას გადმოსცემს, რომ  ყველა ვინც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე იდგა, არა დემოკრატიის იდეით, არამედ ეგოიზმით იყო შეპყრობილი. 
 
"საქართველო უნდა დაელოდოს სანამ ცოცხალია, მის მიერ განსახორციელებლ საქმეებს. შვიდი წელი ხომ ველოდეთ ამ სიღატაკეში და უსამართლობაში, კიდევ 2030-მდე დაგველოდეთ, რადგან თურმე წინააღმდეგობა და ჯანსაღი კონკურენცია იწვევს უბედურებას, ქაოსს, თურმე ყველა იმ ადამიანს მათ შორის მეც ვიდექი ცხრა აპრილს იქ სამშობლოს სადარაჯოზე და ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, თურმე ეგოიზმი და საკუთარი ამპარტავნობა იყო წამოწეული წინა პლანზე და არა სამშობლოს სიყვარული -აი ეს არის მთელი მისი შეფასება 9 აპრილის მიმართ,"-ამბობს რომან გოცირიძე. 
 
ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავს საჯარო წერილით ეხმაურება, სადაც მილიარდერი ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება". თუმცა ავტორი წერილის დიდ ნაწილს სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წარსულს უთმობს.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს . პოლონური მედიის ცნობით,...