მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: ,,განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ახალი კადრების მოძიების პროცესში...

ირაკლი კობახიძე: ,,განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ახალი კადრების მოძიების პროცესში მთელი პოლიტსაბჭოა ჩართული”

Published on

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებაში''   სიის განახლებაზე მუშაობა  მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყება"
 
,,განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც განახლებული გუნდით შევხვდებით ყველა შემდეგ არჩევნებს.ახალი კადრების მოძიების პროცესში მთელი პოლიტსაბჭოა ჩართული და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრთან ერთად პარტიის პოლიტიკური მდივანიც არის. ჯერ ახლა დაიწყო განახლება და რა მასშტაბით განხორციელდება, ეს ჯერ არ ვიცით. ზოგადად შეიძლება თქმა, რომ დღეს გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული, ამასთან ერთად განახლებაც მნიშვნელოვანია, რამდენად მასშტაბური იქნება ამას გვიჩვენებს ანალიზი, რომელიც განხორციელდება – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
 რაც შეეხება უშუალოდ სიის პირველ ნომრებს, კობახიძის თქმით, ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა. მისივე თქმით,  იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ეს თავად ღარიბაშვილზეა დამოკიდებული.
 
„იქნება თუ არა პირველ ათეულში, ეს თვითონ ირაკლიზეც არის დამოკიდებული, როგორი ხედვა აქვს პოლიტიკაში, როგორ, რა მიმართულებით ესახება თავისი პოლიტიკური მომავალი. ამაზე მსჯელობისთვის საკმარისი დრო გვაქვს შემდეგი წელიწადნახევარი და რა თქმა უნდა, ირაკლისთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაფერზე შევჯერდებით", -განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...