მთავარისიახლეებისამართალიდაკავებული დავით ბეჭვაიას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს

დაკავებული დავით ბეჭვაიას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს

Published on

სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დავით ბეჭვაიას ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს. კერძოდ, ბრალდებულის მეუღლე საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და იმ დეტალებს იხსენებს, რომელიც მისი მეუღლის დაკავებას უძღოდა წინ. შორენა სონგულიას განცხადებით, დაკავებამდე მათი სახლის ეზოში მდგარ ავტომანქანაზე ხელყუმბარა იყო დამონტაჟებული. დაკავებულის მეუღლის განცხადებით, საქმეში არსებული მკვლელობის იარაღი მისმა მეუღლემ დავით ბეჭვაიამ 2012 წელს გაურკვეველ ვითარებაში  დაკარგა და ამის შესახებ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა. ბრალდებულის მეუღლის განცხადებით დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღი გამოძიებამ 10 თებერვალს,შემთხვევის ადგილზე მდინარიდან ამოიღო. წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ დავით ბეჭვაიას დღეს  ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი შეხვდა.თანდილა ჯოლოგუას განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით,ის დღეს დაკავებულთან კვლავ გეგმავს შეხვერდას და მოგვიანებით  საზოგადოებას შეთითხნილი საქმის დეტალებზე გააცნობს ინფორმაციას. ადვოკატი არც ბრალდებულის მიმართ არსებულ ზოწოლას გამორიცხავს. 2016 წლის 8 თებერვალს სოფელ ურთიდან გაუჩინარებული სამი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით სამართალდამცავებმა გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში,ხეცერას უბანში იპოვეს. გარდაცვლილთაგან ორი ზესტაფონის რაიონიდანაა, ხოლო მესამე ხობიდან.  12 თებერვალს კი პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1976 წელს დაბადებული დავით ბეჭვაია დააკავა. შსს -ის ინფორმაციით დაკავებულმა დანაშაული აღიარა. უწყებისვე ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლება 16 -დან 20 წლამდე ან უვადოდ აღეკვეთება. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...