მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნესმენმა მანანა მიქავამ მერიასთან აქცია გამართა

ბიზნესმენმა მანანა მიქავამ მერიასთან აქცია გამართა [Video]

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის მერიასთან, სადაც მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ. ის მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვდა. მიქავას თქმით, სწორედ ნანავას ხელმოწერით შევიდა პროკურატურაში განცხადება, რომლის მიხედვით ბიზნესმენს 3 მილიონ 730 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა უწევს : „ მე შევხვდვი მაიზერ ნანავას და მითხრა, რომ პროკურატურის დავალებით შეიტანა განცხადება, დამავალესო, ასე მითხრა, ახლა გამცეს პასუხი, ვინ დაავალა ეს ჩემს წინააღმდეგ“- განაცხადა მანანა მიქავამ. აქციას „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და შენობაში შეჭრის საშუალება არ მისცეს. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ  შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მხოლოდ მიქავასთან და მის ადვოკატთან ერთად, რასაც მიქავა არ დათანხმდა. საბოლოოდ შეხვედრა ვერ შედგა. მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია ორშაბათს პროკურატურასთან დააანონსა. ბიზნესმენი კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ითხოვს.

 

 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...