მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩანა შენგელია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარს სასამართლოში გაასაჩივრებს

ბაჩანა შენგელია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარს სასამართლოში გაასაჩივრებს

Published on

ბაჩანა შენგელია დღეს გენერალურ პროკურორს სარჩელით მიმართავს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ითხოვს უკანონოდ იყოს მიჩნეული პროკურატურის უარი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. შენგელია ითხოვს შალვა თადუმაძემ საქმე პირადად განიხილოს. უარის მთავარ არგუმენტად პროკურატურამ ის მასალები დაასახელა, რომელიც ამ დრომდე სამხარაულში ექსპერტიზაზეა. ია კერზაია გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
 
"ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას – თუ მომცემენ ამ სტატუსს შესაბამისად მე მექნება წვდომა საქმის მასალებზე, მე ვიქნები მხარე ამ საქმეში და მე მექნება უფლება რომ ვაწარმოო პროცესუალური მოქმედებები, რაც ბუნებრივია მათ არ აწყობთ, ვინაიდან უკვე სააშკარაოზე გამოვა მათი უმოქმედობა, რაც ამდენი ხანია გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს უარი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლით,"-აცხადებს ბაჩანა შენგელია. 
 
მისი შვილი დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...