მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილს უნდა ბანკი და მიიღო შავი მეტკა რუსებისგან, რომ ლაზიკა არ უნდა...

“ივანიშვილს უნდა ბანკი და მიიღო შავი მეტკა რუსებისგან, რომ ლაზიკა არ უნდა აშენდეს,”- სააკაშვილი

Published on

"ივანიშვილს უნდა ბანკი და მიიღო შავი მეტკა რუსებისგან, რომ ლაზიკა არ უნდა აშენდეს," – ასე განმარტავს მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გაგებით, საქართველო მისი საკუთრებაა და მას ეკუთვნის ტყეების დიდი ნაწილი, ჰესები, ბანკები.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლაზიკა უნიკალური პროექტია და იძლევა საშუალებას, რომ ხალხს გაუჩნდეს ძალიან დიდი შემოსავალი.
 
„ლაზიკა არის საქართველოს განვითარების ყველაზე სწრაფი საშუალება. ეს ნიშნავს თითოეული ოჯახის ოთხჯერ სწრაფად გამდიდრებას. ეს არის ინფრასტრუქტურულ პროექტი, ეს არის ქალაქი. ეს იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქი. ბათუმის პორტი გადადის ფოთში. ბათუმი ხდება საკრუიზო პორტი, რაც არის 700 მილიონი შემოსავალი ყოველწლიურად ბათუმისთვის. ივანიშვილმა გადატრიალება მოგვიწყო  რუსებთან ერთად. ახლა, ლამის, რუსებს იქით ვეხვეწოთ, გავუხსნათ რკინიგზა. როგორც კი ლაზიკა გაიხსნება, რკინიგზის  თემა საერთოდ აღარ არის. ჩვენ კი არ მივებმებით აფხაზეთს, აფხაზეთი მოებმება დანარჩენ საქართველოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...