მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე" -...

“ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მაღალი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.კვირის აქცენტებთან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პრემიერის თანამდებობის დაკავებას.
 
„მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის, მუდმივად ფეისბუქზე ვიჯდე და ხალხს ვარწმუნებდე, რომ ამის გაკეთება კარგია და ხანდახან ხმას აძლევდნენ ჩემს ინიციატივებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისივე თქმით, ის ასევე აპირებს, უკრაინაში სერიოზული როლი ითამაშოს და, თუ საჭირო გახდება, თანამდებობაც დაიკავოს. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...