მთავარისიახლეებისაზოგადოებამომლოცველობა სამეგრელოში - ასე აფასებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის...

მომლოცველობა სამეგრელოში – ასე აფასებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას

Published on

მომლოცველობა სამეგრელოში – ასე აფასებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე სამეგრელოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას.
 
მეუფე პეტრემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ფულადი სარგებელი არც განხილულა.
 
„მე ამას უფრო დავარქმევდი სამეგრელოში მომლოცველობას. მე ასეთი დამოკიდებულებით შევხვდი სტუმარს და ღმერთმა დაიფაროს, რაიმე მატერიალურში ამ ჩემი სულიერი დამოკიდებულების გადატანას ნადვილად არ ვისურვებდი,“-ამბობს მეუფე პეტრე.
 
საუბარი შეეხო გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან ივანიშვილს ტაძარში სწორედ ციანიდის საქმეზე ჰკითხა. 
 
„შარში რომ გაეხვა, როგორც ხელისუფლება ისე ეკლესია, ციანიდის საქმით, მე ვკითხე და როგორც დასკვნა გამოვიტანე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა ახლა მისი შეწყალება. ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ საპატრიარქომ იშუამდგომლოს და პრეზიდენტმა შეიწყალოს,“ -ამბობს მეუფე პეტრე.
 
ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში 29 მარტს, ჩავიდა. ეწვია სოფელ ხიბულასაც, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა და მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რაც ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორთან ერთად ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტად შეაფასა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...