6 ივნისი იონაობაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში წლებია დღესასწაულს აღნიშნავენ. წელს ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, პატრიოტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 163 წელი შესრულდა. 1852 წლის 26 ნოემბერს იონა მეუნარგია დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში დაბადებულა. მისი პიროვნება ხასიათდებოდა თავისუფლებისა და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულის მატარებელ მებრძოლად. გამოჩენილი ქართველი მოღვაწის შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წერილები – ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან,ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა და სხვა. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. ტრადიციული ქართული სიმღერა შეასრულეს ანსამბლ ოდოიასა და ჩელას მომღერლებმა. სამეგრელოს უდიდეს შემოქმედი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს. სამეგრელოს კუთხის უდიდესი შემოქმედი მისსავე სოფელში დღეს კიდევ ერთხელ დიდი პატივით გაიხსენეს და მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნეს.
სიახლეები
სიახლეები
ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა
ოზურგეთის მერი გადადგა ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...
სიახლეები
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...
სიახლეები
ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...
სიახლეები
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...