მთავარისიახლეებისაზოგადოება"მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, გამოძიების დასრულების შემდგომ მე დავტოვებ თანამდებობას"- ბატიაშვილი

“მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, გამოძიების დასრულების შემდგომ მე დავტოვებ თანამდებობას”- ბატიაშვილი

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პირობას დებს, რომ თანამდებობას დატოვებს, თუკი მის მიმართ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე, მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება. როგორც მინისტრი აცხადებს, ის გამოძიების დასრულებას ელოდება.
 
„გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს გავაკეთე“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.
 
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...