მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩვენების პროპორციულის სისტემის ჩატარების მოთხოვნით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

არჩვენების პროპორციულის სისტემის ჩატარების მოთხოვნით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

Published on

არჩვენების პროპორციულის სისტემის ჩატარების მოთხოვნით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. საკუთარი პოზიცია გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციის წევრებმა გააცნეს.
 
მოსახლეობას სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ და "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ მიმართეს.  
 
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
 
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს.
 
„პირველი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გახდეს საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, მაჟორიტარები დარჩებიან ადგილობრივ ბელადებად, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ბიზნესინტერესების დაცვით იქნებიან დაინტერესებულნი და რომლებიც მზად იქნებიან, პირველსავე შემთხვევაში შეცვლილი ხელისუფლების მხარეს გადავიდნენ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
ოპოზიციის წევრების თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან ის არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას იძლევა. ხათუნა სამნიძის შეფასებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემას ყველა ხელისუფლება ბოროტად იყენებს, ამიტომ ის დროულად უნდა შეიცვალოს.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...