მთავარისიახლეებიპოლიტიკაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უმრავლესობის კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უმრავლესობის კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით

Published on

ხანგრძლივი განხილვისა და მწვავე დაპირისპირების ბოლოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
 
ირაკლი კობახიძისა და 6 დეპუტატის მიერ წარდგენილ პროექტს კომიტეტის შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა როგორც განხილვის პროცესში გამოიკვეთა მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უჭერენ მხარს.
 
კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიცია გამოხატეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უმრავლესობიდან ახალგასულმა პარლამენტარებმა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოში არსებულ „კლანს“ და წარმოდგენილი ინიციატივის მიღება ჩინჩალაძისთვის მხარდაჭერას ნიშნავს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...