მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ოლიგარქმა თავისი პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს...

„ოლიგარქმა თავისი პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს არ უშვებს ქვეყანაში“ – ხატია დეკანოსიძე

Published on

„ოლიგარქმა, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას, თავისი პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს არ უშვებს ქვეყანაში,“ – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
 
ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდა.  
 
ხატია დეკანოიძე პარტიის ლიდერის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ განახლებას საჭიროებს.
 
„ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას, თავისი პანიკური შიშის გამო შექმნა ისეთი პოლიტიკური ველი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს, შემქმნელს, მიხეილ სააკაშვილს არ უშვებს ქვეყანაში, დააპატიმრა ყველა პოლიტიკური ლიდერი და რეალურად, ასე ცდილობს, რომ მოასუფთავოს პოლიტიკური ველი,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
 
ხატია დეკანოიძისთვის პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მისაღებია, რადგან მისი შეფასებით, ვაშაძემ წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია ჩაატარა.
 
დაკავშირებული სურათი„ამ ვითარებაში პარტიის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. მათ შორის, თავმჯდომარის არჩევა იმ კუთხით, რომ გრიგოლ ვაშაძემ ჩაატარა ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია და მიუხედავად გაყალბებისა და კრიმინალის მობილიზაციის, ადმინისტრაციული რესურსის ჩართვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეძლო დაახლოებით, მილიონ ხმამდე მობილიზება.
 
"ასევე ადამიანების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, ამ კუთხით ფუნქციონალურად თავმჯდომარის არჩევაც არის წინგადადგმული ნაბიჯი პარტიის განახლებასა და ფუნქციურად განვითარებაში,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...