მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაქტივისტებს აქამდე არ უშვებენ ხურვალეთში. ,,08:00 საათზე უნდა შევსულიყავით,...

აქტივისტებს აქამდე არ უშვებენ ხურვალეთში. ,,08:00 საათზე უნდა შევსულიყავით, მაგრამ დრო 12:00 საათამდე გადაგვიწიეს – აცხადებს დავით ქაცარავა

Published on

მოლოდინში გავათენეთ აქ ღამე. ხურვალეთში დილით, 08:00 საათზე უნდა შევსულიყავით, მაგრამ დრო 12:00 საათამდე გადაგვიწიეს. იმ შემთხვევაში, თუ 12:00 საათზეც რაღაც მიზეზს გვეტყვიან, უკვე მოსახლეობას მოვუწოდებთ, ჩამოვიდნენ და მერე ერთად შევიდეთ ყველანი, – განუცხადა მედიას  ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა, დავით ქაცარავამ 
 
 
როგორც ის განმარტავს, წუხელ, გვიან ღამით, მას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და სწორედ, მათი დაჟინებული მოთხოვნით მოხდა ხურვალეთში შესვლის დროის რამდენიმე საათით გადაწევა.
 
"გუშინ გვიან ღამით კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგა ჩვენსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის. მათგან დაჟინებული მოთხოვნა იყო, შესვლის დრო გადაწეულიყო. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, თუმცა, ბუნებრივია, ამას დავთანმხდით, ვინაიდან ჩვენი მიზანი არანაირი პროვოკაცია არ არის, თუმცა, ამის ჩვენთვის მოწებების არაერთი მცდელობა იყო. გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ აღიარება, რომ რუსები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მოლაპარაკებები გაიმართა და ზეწოლა მოხდა რუსულ მხარეზე, ოკუპანტებს მოუწიათ გასვლა. გადავწყვიტეთ, რომ ეს სიტუაცია ჩვენი თვალით გვენახა, ეს იყო ჩვენი ძირითადი მოთხოვნა", – განაცხადა ქაცარავამ.
 
როგორც ის განმარტავს, აქტივისტებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დატოვეს.
 
"გუშინ ძალიან აქტიურად ცდილობდა ტროლების ქარხანა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ დეზინფორმაცია გავრცელდა და ქალბატონმა ლუდა სალიამ მოიტყუა. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ რუსების შემოსვლის ფაქტი დაადასტურეს, შემდეგ გასვლის, მაგრამ გასვლაში ჩვენც გვინდა დავრწმუნდეთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთი გოჯი მიწაც კი გავატანოთ ოკუპანტებს.
 
 
ჩვენ უნდა ვნახოთ ზუსტად ის ბაღები, სადაც შემოსული იყვნენ რუსი ოკუპანტები. ეს გახლავთ ხუროშვილის და ბატონისაშვილის საკუთრებაში არსებული ბაღის ნაკვეთები", -აღნიშნა ქაცარავამ.
 
ამ წუთებში ხურვლეთთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან ის ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებენ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...