მთავარისიახლეებიკონფლიქტებიცხედარს წამების კვალი აღენიშნება - აცხადებენ ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას...

ცხედარს წამების კვალი აღენიშნება – აცხადებენ ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები

Published on

ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
 
როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის ახლობელმა, პაატა უზარაშვილმა განაცხადა, პირადად დაათვალიერა ირაკლი კვარაცხელია ცხედარი და მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები აღენიშნება.
 
 
„მას წამების კვალი აღენიშნება. ბავშვი მოკლეს და მერე ჩამოკიდეს, ვითომ თავი ჩამოიხრჩო. ირაკლი თავს არ ჩამოიხრჩობდა იმიტომ, რომ ეკლესიურად ცხოვრობდა, მართლმადიდებელი იყო და ამას არ იზამდა. ცემისგან ყურიც გალურჯებული აქვს“, – განაცხადა უზარაშვილმა.
 
„ირაკლის ხსეულზე დალურჯებები შევამჩნიეთ. დაზიანება მიღებული აქვს თავისა და ზურგის არეში. ვერსიების გამოთქმისგან თავს ვიკავებ. ველოდები გამოძიებას, მირჩევნია გავიგო გამოძიებისა და ექსპერტის საბოლოო პასუხებ“, – განაცხადა ანა კვარაცხელიამ.
 
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....