მთავარისიახლეებიპოლიტიკარა სჭირს ივანიშვილს? გარემოცვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნერვიულობს

რა სჭირს ივანიშვილს? გარემოცვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნერვიულობს

Published on

 
ITV – ს ექსკლუზივი: 
 
ივანიშვილის ახლობლები ამბობენ რომ ოლიგარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ინსულტის გადატანის შემდეგ ეტაპობრივად დამძიმდა, რაც ქართული ოცნების ყოფილი წევრებისთვისაც შესამჩნევია.
 
 „ივანიშვილს ბოლო დროს აუხსნელი რაღაც სჭირდა და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეუძლებელი იყო“ – ამბობენ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები კულუარულ საუბრებში.
 
რა სჭირს ივანიშვილს?
 
 „ბატონ ბიძინას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს“, – ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ მასზე ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი ლიდერები.
 
ისინი, ამის დასტურად მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ერთერთ ბოლო თათბირს ასახელებენ, როდესაც ცხადი გახდა რომ ივანიშვილს სათქმელი ავიწყდება, შემდეგ თემებს ცვლის, ბავშვობის ამბებს ყვება, მღერის, ხეებზე და ზოოპარკზე საუბრობს და მოულოდნელად იწყებს მოძრაობას.
 
სწორედ ამ თათბირმა გააღრმავა ეჭვები იმის შესახებ რომ ბიძინა ივანიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის ექიმების მეთვალყურეობის პარალელურად, ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებს, რასაც რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის წევრები ღიად არ ადასტურებენ.
 
"სირცხვილია, თქვენ  ინტერვიუს არ მოგცემთ, კარგად ბრძანდებოდეთ", – გვითხრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, როდესაც მას ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე კითხვა დავუსვით.
 
ივანიშვილის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით არაფერი იცის მისი კაბინეტის ყოფილმა მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმაც.
 
"არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ეკლესიაში ვარ და ამიტომ, მეტს ვერაფერს გეტყვით",- გვითხრა მან.
 
ჩვენ, ოლიგარქის ერთ დროს უახლოესი გარემოცვის წევრს, გია ხუხაშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც საკმაოდ ორაზროვნად გვიპასუხა.
 
"არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯანმრთელობას ვუსურვებ მას, თუმცა, რომც ვიცოდე მსგავსი რამ, ასეთ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებდი" – გვითხრა ხუხაშვილმა.
 
აღსანიშნავია რომ წლების წინ, ივანიშვილის ფსიქიკური ხასიათის პრობლემებზე საუბრობდა მისი ოჯახის ინგლისური ენის ყოფილი მასწავლებელიც. მაშინ, უცხოელი პედაგოგი აცხადებდა რომ „ზოგჯერ ბიძინა არა მხოლოდ არაადეკვატურია, არამედ, საშიშიც“.
 
P.S: ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნული და არაფორმალური მმართველია. მის მიმართ განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გამოგვექვეყნებინა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
 
 ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, სტატიის მომზადებისას, სასურველია დასახელებული იყოს ზუსტი დიაგნოზი, რადგან ფსიქიკური დაავადების რამდენიმე ფორმა არსებობს.
 
 თუმცა,  იმის გამო რომ ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია ზუსტი დიაგნოზი, შესაბამისად, არ ვიცით ფსიქიკური პრობლემის რომელ ფორმაზეა საუბარი (დეპრესია, შიზოფრენია, პოსტ ტრავმული აშლილობა თუ ბიპოლარული აშლილობა)…
 
,,ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნერვიულობს.''
2019-03-12
წყარო:  https://itv.ge/?m=3&CID=58000 
 
 
 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...