მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდავით ზალკალიანს დღეს პარლამენტში ელოდებიან . მინისტრმა კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე, მცოცავი ოკუპაციისა...

დავით ზალკალიანს დღეს პარლამენტში ელოდებიან . მინისტრმა კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე, მცოცავი ოკუპაციისა და საოკუპაციო ზოლიდან მოქალაქეების გატაცების შესახებ დეპუტატების მწვავე კითხვებს უნდა უპასუხოს.

Published on

ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ყველა საერთაშორისო აქტორი – საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი შემაშფოთებელია.
 
მინისტრის თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობას წვდომა ჰქონდეს. 
 
„ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება ამისდა მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. მყისიერად გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან მათ შორის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებთან, გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან,  ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან, ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ  აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე, საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.  
 
დავით ზალკალიანს დღეს ამ საკითხზე საუბარი პარლამენტში მოუწევს. მინისტრმა კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე, მცოცავი ოკუპაციისა და საოკუპაციო ზოლიდან მოქალაქეების გატაცების შესახებ დეპუტატების მწვავე კითხვებს უნდა უპასუხოს. 
 
მინისტრს დეპუტატები 15:00 საათზე ელოდებიან.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...