მთავარისიახლეებიპოლიტიკასასტიკად ნაცემი წვევამდელი - ქაზიმ გახრამანოვის მტკიცებით, ჯარში მას ფულს სძალავდნენ

სასტიკად ნაცემი წვევამდელი – ქაზიმ გახრამანოვის მტკიცებით, ჯარში მას ფულს სძალავდნენ

Published on

თავდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა – წვევამდელი ამტკიცებს, რომ მას კრწანისის სასწავლო ცენტრში ზემდგომები ჯარისკაცს ჯერ ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს. 19 წლის ქაზიმ გახრამანოვის მტკიცებით ინციდენტი კვირას, გამთენიისას მოხდა. ღამის ორ საათზე მძინარე, ჯარისკაცებმა გააღვიძეს და ფული მოსთხოვეს. უთხრეს, რომ ის შეძლებული ოჯახის შვილია და წილი ჯარში უნდა მიიტანოს. უარის შემდეგ სერჟანტ ენდელაძის თანდასწრებით გახრამანოვს ჯერ თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი დაზიანებები სახის არეში მიაყენეს. მომხდარის შემდეგ ნაცემმა წვევამდელმა ნაწილის სამედიცინო პუნქტს მიმართა, თუმცა ექიმს მის ფიზიკურ დაზიანებებზე რეაგირება არ მოუხდენია. ბოლოს შველა ნაცემმა წვევამდელმა ოჯახს სთხოვა და დღეს დილით მამას დაურეკა.
 
გახრამანოვების ოჯახის მტკიცებით, 19 წლის ქაზიმი არ იყო ერთადერთი წვევამდელი მარნეულიდან, ვისაც კრწანისის სასწავლო ცენტრში ფულს სძალავდნენ, კვირას ღამით დაპირისპირების დროს გახრამანოვს, სამხედრო ბარათი წაართვეს, რომელზეც თანხა იყო ჩარიცხული, ცემის დროს მას ბარათის პინ კოდს სთხოვდნენ.
 
გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ შემდეგ დაიწყო, რაც წვევამდელის ცემის ფაქტი "კურიერმა" გაახმაურა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვის პროცესი. მათ შორის გამოიკითხა ის სერჟანტი, რომელიც წვევამდელის განცხადებით ცემის და ფულის გამოძალვის ფაქტს ესწრებოდა. სამხედრო პოლიციაში ამბობენ რომ ამ ეტაპზე არც სერჟანტის პასუხისმგებლობის საკითხი და არც ფულის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...