მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანის ულტიმატუმი ხელისუფლებას - იუსტიციის მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

წულუკიანის ულტიმატუმი ხელისუფლებას – იუსტიციის მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

Published on

თეა წულუკიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ მისი მოთხოვნები სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, მაშინ ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.
 
იუსტიციის მინისტრის თქმით, მის უწყებაში არის რამდენიმე ისეთი თემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. როგორც წულუკიანი აცხადებს, ახლა სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია.
 
მინისტრი ამბობს, რომ თუ ეს თემები ისე არ გადაიჭრა, რომ მისი აზრი იქნა გაზიარებული, ის „გვერდზე გადგება.“
 
„არ გადავმდგარვარ. თუმცა არის 4-5 დღის გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას, თუნდაც ამჟამად მიმდინარეს პარლამენტში არ ეხება, ეს არის საკიტხი,რომელიც მე ვთვლი რომ არის მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე,რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის ფასეული. ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა, “- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...