მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანი, ბატიაშვილი, ზალკალიანი... და, სავარაუდოდ, გახარია - “მმართველ პარტიაში უკვე ღიად...

წულუკიანი, ბატიაშვილი, ზალკალიანი… და, სავარაუდოდ, გახარია – “მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე

Published on

“მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები, როგორც ამბობენ, ისედაც დაგეგმილი იყო, მაგრამ თიბისი ბანკის გარშემო აგორებულმა სკანდალმა რაღაცები შეცვალა და “ოცნება” იძულებულია პროცესები დააჩქაროს. – წერს გამოცემა ,,ახალი თაობა''.

8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია “ოცნებაში” დაუდასტურეს რამდენიმე მედიასაშუალებას, თუმცა საჯაროდ იუსტიციის მინისტრის გადადგომას არავინ არ ადასტურებს”“

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს განათლების მინისტრი ბატიაშვილიც. “ოცნებაში” მის შემცვლელად ზურაბ ხონელიძეს განიხილავენ, ეს უკანასკნელი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორია.

ცვლილებები მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

8 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანი და დავით ბაქრაძე თანამდებობებს გაცვლიან. დავით ბაქრაძე რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა, ამის შესახებ “ახალი თაობა” ერთი თვის წინ წერდა. ამ ინფორმაციას “ოცნებაში” ახლა ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბაქრაძის მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში მოქმედი მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნება.

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ პრემიერის მოვალეობას გიორგი გახარია შეასრულებდა. მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების შემდეგ მისმა შანსებმა მკვეთრად იკლო. ის შეიძლება ისევ შს მინისტრად დატოვონ ან საერთოდ გაუშვან მთავრობიდან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გახარიას “ოცნებაში” თავისი გუნდი არ ჰყავს და მას მმართველი პარტიის დიდი ნაწილი ვერ იტანს. ალბათ, ამით არის გამოწვეული, რომ ხაზარაძის ბრალდებებისგან ის ძალიან ლაითად დაიცვეს… გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც. სამთავრობო ცვლილებები “ოცნებას” გუნდის შიგნით არსებული დაძაბულობის გასანეიტრალებლად სჭირდება. თუმცა არაა გამორიცხული, ამ ცვლილებებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს”, – დასძენს გამოცემა..

 

 

 

 

 
 

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...