მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი - ფადი ასლი ბიზნესმენებს თიბისის მიმართ სოლიდარობის...

ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი – ფადი ასლი ბიზნესმენებს თიბისის მიმართ სოლიდარობის გამოთქმისკენ მოუწოდებს

Published on

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ბიზნესმენებს თიბისის მიმართ სოლიდარობის ღიად გამოხატვისკენ მოუწოდებს. ფადი ასლი თიბისი ბანკის მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად "შოკის მომგვრელს" ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმ და დამყოლ დამოკიდებულებას მიიჩნევს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დაწრმუნებულია იმაშიც, რომ წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე სრულ სიმართლეს ამბობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ტერორის ნიშნებია.
 
"საქართველოში ბიზნესმენებს ხელისუფლების შურისძიების ეშინიათ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ტერორის ნიშნებს ვხედავ. შოკირებული ვარ იმით, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ხმა არ ამოიღეს თიბისის დასაცავად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ქვეყნის მთავრობას იყენებდა ბანკისა და ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს წერილი მათ გაუგზავნეს მამუკა ხაზარაძეს ეს მაფიის მუშაობაა, ივანიშვილი მართავს საქართველოს როგორც განგსტერი, ქვეყნის მთავრობა ინსტრუმენტია მის ხელში, ველოდები როდის დაიწყებენ ქართველი ბიზნესმენები ხმამაღლა საუბარს არამხოლოდ თიბისის, არამედ სხვა კომპანიების შესახებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ტერორი მუდმივად იქნება,"-აცხადებს ფადი ასლი

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....