მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ივანიშვილმა ბარათეონი დააბრუნა პოლიტიკურ მდივნად'', ,,ველქამ ბექ, ჰაკიმ'' - პირველი...

,, ივანიშვილმა ბარათეონი დააბრუნა პოლიტიკურ მდივნად”, ,,ველქამ ბექ, ჰაკიმ” – პირველი გამოხმაურებები ღარიბაშვილის დაბრუნებაზე

Published on

პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას უკვე მოყვა პირველი გამოხამაურებები.
 
„ივანიშვილმა პერსონაჟების გაცოცხლებაში ჯორჯ მარტინს გადაუსწრო. ჯეფრი ბარათეონი დააბრუნა პოლიტიკურ მდივნად“- წერს  სოციალურ ქსელში . „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა. რითაც პ პარალელს ავლებს პოპულარულ სერიალ „სატახტო თამაშებსა“ და საქართველოს რეალობას შორის
 
„ოცნების ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ჰაკიმ ფაშა დაბრუნებულა!
მე მგონი, დროა, მეორე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ბახტაძე სკამზე დასვან და ჰაკიმი დააბრუნონ პრემიერად. მის დროს, ხომ ქვეყანა გუგუნებდა და წინ მიდიოდა! ველქამ ბექ, ჰაკიმ“- წერს სერგი კაპანაძე.
 
ექსპერტი ნოდარ ხარშილაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით  ე.წ. ძველი გვარდიის გაღვიძებას და ამომრჩევლის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა   ღარიბაშვილის ფაქტორი "სურათს ვერ შეცვლის".
 
"ეს არის ბიძინას მცდელობა, ე.წ. ძველი გვარდია გააღვიძოს და ის ძალები მოიყვანოს, მოაბრუნოს ვისაც უფრო ენდობა, ლოიალურობის კუთხით. ივანიშვილი ცდილობს გაამაგროს თავისი ტრადიციული ამომრჩეველი, რომელიც 2016 წლის შემდეგ მოსულ გუნდს არ ენდობა. ე.წ. ახლების ძველებით ჩანაცვლებისკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა დიდ სურათში, ეს უფრო წამგებიანი იქნება, ვიუდრე მომგებიანი. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ბატონი ჭიკაიძის დაბრუნებას, ძალიან საინტერესო შემოსვლა იქნება"- აღნიშნა ხარშილაძემ
 
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას მიესალმება  მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია . მისი განცხადებით,  ,, ე.წ. ირაკლი კოაბხიძის ჯგუფი, უკვე წარსულია და აუცილებელია „ქართულ ოცნებაში“ სისტემური ცვლილებები მოხდეს:
 
"ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები – ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. არ გამოვდგები პოლიტიკურად მიმომხილველად წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ,რომ არის უკვე წარსული ეს არის დროის საკითხი"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერისთვის, თინა ხიდაშელისთვის ირაკლი ღარიბაშვილის "ქართულ ოცნებაში დაბრუნდა საინტერესო არ არის. ქვეყნის მთავარი პრობლემა სახელისუფლებო სისტემის მოშლაა და მმართველ პარტიას ღარიბაშვილი დაემატება თუ სხვა ეს მეორეხარისხოვანია.  მე არანაირი კომენტარი არ მაქვს, იმდენად არასერიოზულია ჩემთვის. – ამბობს იგი
 
 

სიახლეები

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...