მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის...

,,ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია”

Published on

 
,,ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია. თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება – ეს ინფორმაცია  "რუსთავი2"-მა თავის   წყაროზე დაყრდნობით ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა , მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე შეკრებაზე მივიდა  და ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებით მის გვერდით დაიკავა ადგილი.
 
 წყაროს ინფპრმაციით, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. 
 
პარტიაში უკვე კარგა ხანია ვარაუდობდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ძალიან მოკლე ხანში მოხდებოდა. ამაზე მინიშნებით თუ პირდაპირ საუბარი იყო  გუშინაც. 
 
 ღარიბაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, გუნდში, განსაკუთრებით კი ძველ თანაგუნდელებში, გაჩნდება განცდა, რომ ეს ერთიანი გუნდია. ხუნდაძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნდება პარტიულ მუშაობას გააძლიერებს. – განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა დიმიტრი  ხუნდაძემ  როცა   იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა , ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნდეს.
 
 
„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას“-განაცხადა ხუნდაძემ.
 
 ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების იდეას  ცოტა ხნით ადრე ზვიად ძიძიგურმა გაახმოვანა:
 
„ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება,“- ეს განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...