მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალი: გიორგი გახარიას მოუწევს პარლამენტში განმარტოს, რა უფლებით მიწერა მუქარის...

სკანდალი: გიორგი გახარიას მოუწევს პარლამენტში განმარტოს, რა უფლებით მიწერა მუქარის წერილი ბიზნესმენებს

Published on

ევროპული საქართველო შს მინისტრს ხაზარაძის განცხადების გამო პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ თქვა. პარტია ასევე ითხოვს თიბისი ბანკის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 
 
მამუკა ხაზარაძემ დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2007-2008 წლების ტრანზაქციებზე დეტალურად ისაუბრა, ასევე თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი მისწერა და რომ თიბისი ბანკზე კიბერ შეტევა განხორციელდა. 
 
"მთავარი დასკვნა დღევანდელი მოსმენიდან არის ერთი – ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რა გააკეთა მამუკა ხაზარაძემ 11 წლის წინ, იმ ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს დღეს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია და ფაქტები, როგორც აშანტაჟებს შს მინისტრი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტს წინასაარჩევნო თემებით. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია და ბრალდება, როგორ მონაწილეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორც გამაკონტროლებელი და მაშანტაჟებელი საბანკო სისტემის. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, როგორ ხდება სისტემური ზეწოლა, წილების გადანაწილება და ყიდვა-გაყიდვა ბიზნესში პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით. ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით მას გააჩნია დოკუმენტაცია, ამიტომ ჩვენი ვალია, როგორც პარლამენტის, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ კომისიაზე განვიხილოთ დოკუმენტურად ყველა ბრალდება. იმიტომ რომ, რაც დღეს მოვისმინეთ, ეს აღარ არის არც თიბისი ბანკის საქმე, არც მამუკა ხაზარაძის საქმე, ეს არ არის არც 17 მილიონის საქმე. რაც დღეს მოვისმინეთ არის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პირდაპირი ჩართულობა რეკეტში, დაყაჩაღებასა და საარჩევნო მოსყიდვაში.
 
ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება და ვალდებულება, მობრძანდეს და დოკუმენტურად დაადასტუროს ან უარყოს დღეს გაჟღერებული ფაქტები და მეორე, უახლოეს მომავალში კომიტეტის სხდომაზე მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და პასუხი გასცეს დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს", – თქვა დავით ბაქრაძემ. 
 
 
. გიორგი გახარია არის არა შსს მინისტრი არამედ Fixer "დამლაგებელი". მას დავიბარებთ პარლამენტში. ამ გადმოსახედიდან გარდაუვალია მისი გადაყენება. ასე გამოეხმაურა ხაზარაძის განცხადებას ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 
 
“მამუკა ხაზარაძე იყო აშკარად გულწრფელი და თქვა ბევრი გამაოგნებლი რამ. დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა- დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა/იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ ახლა არარელევანტურია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს.
 
1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის მეგობარი და როგორც კი გადადგება მოუწევს საუბარი- რატომ დაახურდავა საკუთარი თავი. არის ეჭვი რომ მას აშანტაჟებენ.
2.გახარია უნდა გადადგეს.
3. პარალელურად უნდა შეიქმნას TBC საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია. პროკურატურამ ნდობა სრულად დაკარგა.
 
ოცნებაში დუღილის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი მათ ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ უკვე დროა მოვემზადოთ არჩევნებისთვის – მილიონი ხელმოწერა პროპორციული არჩევნებისთვის”, -აცხადებს გიგი უგულავა

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...