მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი მონაცემებით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისის შემდეგ, რეგისტრირებულია სამეგრელოში 951...

ახალი მონაცემებით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისის შემდეგ, რეგისტრირებულია სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი – 641); ფოთში (113), აფხაზეთში (474)

Published on

შიდსის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
 
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.
31 იანვრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (36 + 10 (აფხაზი ბავშვი))– ბავშვია.
 
ცენტრის მონაცემებით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია:  თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი – 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455); აჭარაში 839 (ბათუმი – 543);
აფხაზეთში (474); კახეთში (361) ქვემო ქართლში (387); შიდა ქართლში (285); გურიაში (157); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ
 
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:
2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.
2019 წელს გარდაიცვალა 24აივ ინფიცირებული. 2018 წელს – 135, 2017  წელს – 127, 2016 წელს – 168,  2015 წელს – 94, 2014  წელს – 84 პირი.
2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი.
 
ცენტრის ინფორმაციით, სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი, 42 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
ბავშვების დაინფიცირება ძირითადად მოხდა  ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით);4 სისხლის რეციპიენტია;2 პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია.
საქართველოში რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი.
 
მოზრდილთა შორის რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია – 39.6 % (2976)
დაინფინცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად – 46.5 % (3501) –
მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან – 11.3 % (850)  
დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით – 1.4 % (105)  
სისხლის რეციპიენტია – 0.5 % (37) 
გადაცემის გზა დაუდგენელია – 0.7 % (50) 

 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...