მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დიმა, ხიე ერთი მაგას, ხიე რაა“- რა მოსთხოვა და რატომ დღეს ...

„დიმა, ხიე ერთი მაგას, ხიე რაა“- რა მოსთხოვა და რატომ დღეს ადა მარშანიამ დიმიტრი ცქიტიშვილს

Published on

პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომა, რომელსზეც პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს, უსმენენ, დახურულ ფორმატში გრძელდება. 
 
სხდომა აბაშიძე-კარასინის ფორმატში ჩატარებულ ბოლო შეხვედრას ეხება, რომელიც 27 თებერვალს გაიმართა და რის შემდეგაც კარასინი თბილისს "უსიამოვნო მოულოდნელობებით" დაემუქრა. 
 
სხდომის დახურვის ინიციატორი კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა იყო, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატები უჭერდნენ მხარს. ოპოზიციური პარტიების, ევროპული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, გიორგი კანდელაკი და სალომე სამადაშვილი ითხოვდნენ, რომ სხდომა ღია ყოფილიყო. 
 
სხდომის დახურვის მომხრეთა არგუმენტი ის იყო, რომ სხდომაზე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები უნდა განხილულიყო და სწორედ ამის გამო უნდა დახურულიყო სხდომა, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლების პასუხი იყო, რომ სხდომა მხოლოდ დროებით დახურულიყო მაშინ, როდესაც აბაშიძე ისეთ საკითხზე დაიწყებს საუბარს, რომელიც არ უნდა გასაჯაროვდეს, მანამდე კი, ოპოზიციური დეპუტატების მოსაზრებით, სხდომა ღია უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის, რათა მათ გაეგოთ, რაზეა საუბარი. 
 
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნების დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის, ევროპული საქართველოს, დეპუტატ გიგა ბოკერიას შორის, რის შემდეგაც მანდატურმა ცქიტიშვილი იმავე ოთახში სხვა ადგილას გადასვა. ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განმარტა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
 
პარლამენტში ერთმანეთს ადა მარშანია და გიგა ბოკერია დაუპირსპირდნენ. ადა მარშანიამ გიგა ბოკერიასთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.
 
„დიმა, ხიე ერთი მაგას, ხიე რაა“- მიმართა მარშანიამ დიმიტრი ცქიტიშვილს.
 
"როგორ ალაპარაკებთ ამ სადისტს, რომელიც ზის აქ და დემოკრატიაზე ლექციებს გვიკითხავს“- აცხადებდა ადა მარშანია.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...