მთავარისიახლეებიპოლიტიკადიმიტრი ცქიტიშვილი გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების შემდეგ კომისიის სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გამოიყვანეს

დიმიტრი ცქიტიშვილი გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების შემდეგ კომისიის სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გამოიყვანეს

Published on

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა.
 
სხდომაზე დაძაბულობა კომიტეტის სხდომის დახურვის თაობაზე საკითხმა გამოიწვია. ბოკერია მოითხოვდა, რომ სხდომის მხოლოდ ის ნაწილი დახურულიყო, სადაც ზურაბ აბაშიძეს ღია ფორმატში კითხვებზე პასუხების გაცემა არ შეეძლო, დანარჩენი კი ღია ყოფილიყო, რადგან ქართულ საზოგადოებას ჰქონოდა ინფორმაცია, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს ოფიციალური თბილისი მოსკოვთან.
 
თავის მხრივ, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრება იყო, რომ სხდომა დახურულიყო, რადგან კონსტრუქციულ ფორმატში ემსჯელათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.
 
დაპირისპირების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილი კომისიის სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გამოიყვანეს.
 
ხელით გაწევამდე არ მივსულვართ, საბედნიეროდ, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანები ცდილობენ ჩაგვითრიონ და კონფლიქტამდე მიგვიყვანონ, –   განუცხადა  ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა , გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების შემდეგ.
 
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის თემა არის ძალიან საფრთხილო, მითუმეტეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება და აქედან გამომდინარე, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ღია ყოფილიყო.
 
„აქ ძალიან ელემენტარულ საკითხებზეა საუბარი. მე ვიტყოდი, რომ შინაარსის განხილვაზეც არ ყოფილა საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტების თემაზე. კონფლიქტის თემა არის ძალიან საფრთხილო თემა, მითუმეტეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრება არის, რომ ესეთი საკითხები შედარებით თავისუფალ გარემოში განვიხილოთ, დახურულ ფორმატში, იმიტომ, რომ შესაძლებელია ისეთ ფორმატში, როგორიც არის ღია, მოხდეს გარკვეული ისეთი ნიუანსების გაჟღერება, რომელიც არ არის სასურველი ჩვენმა მტერმა, ოკუპანტმა მიიღოს. თუმცა, აქ საუბარი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პროცედურულ ნიუანსებზე, ელემენტარულ ზრდილობაზე, რომელსაც ჩვენი ოპონენტები არ იცავენ. მოუხედავად იმისა, რომ მივეცით საშუალება თავისუფლად გამოეთქვათ მოსაზრებები, მაქსიმალურად ცდილობენ ორ ხმაში ისაუბრონ. ცდილობენ შოუ დადგან და ნებისმიერი განხილვა და მსჯელობა მიიყვანონ აქამდე. უბრალოდ ელემენტარულ ზრდილობაზე არის ხოლმე საუბარი. ხელით გაწევამდე არ მივსულვართ საბედნიეროდ, მაგრამ რეალურად ეს ზრდილობის ელემენტარული ამბავია, რომელშიც ადამიანები ცდილობენ ჩაგვითრიონ და კონფლიქტამდე მიგვიყვანონ.
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...