მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაური: ,ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას,...

ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაური: ,ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს”

Published on

 
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფროსი საზღვაო მრჩევლის, სერ კლაივ ჯონსთოუნის შეფასებით, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის – ანაკლიის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
 
როგორც კლაივ ჯონსთოუნმა განაცხადა, ზოგადად, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და „ბრწყინვალეა, რომ საქართველო ინვესტიციას დებს ასეთ პროექტში“.
 
„ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე, ამბიციური ხედვაა. პორტმა შესაძლოა, ქვეყანას ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილურობა მოუტანოს, რაც მის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს, ხოლო ნებისმიერი რამ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას, კარგია“, – აღნიშნა მან.

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...